Wednesday, July 21, 2010

ფელამუში

პროექტის სახელი – ფელამუში.
მიზანი – მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ დამოუკიდებლად მასალის მოძიების უნარ – ჩვევები. მუშაობისას ბავშვები შეაგროვებენ ინფორმაციას როგორ ამზადებენ ფელამუშს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
პროექტის სრული აღწერა – მოსწავლეები ერთმანეთში გაცვლიან ინფორმაციას თუ როგორ მზადდება ფელამუში.ამისათვის მათ დასჭირდებათ ინფორმაციის მოპოვება უფროსებისგან ან კულინარიულ სახელმძღვანელოებიდან. აგრეთვე მოიძიებენ ისტორიულ მასალებს მისი წარმოშობის შესახებ და აგრეთვე ფელამუშიდან გაკეთებული ჩურჩხელის შესახებ.
დავისახავთ ღონისძიებას: სკოლაში ჯგუფურად დავამზადოთ ფელამუში.
სამუშაო ენა – ქართული.
მონაწილეთა ასაკი – 7–9 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა – 2010–2011ს/წ. 3–4 თვე.
პროექტის იდეის ავტორი – საკრამულის საჯარო სკოლის მასწავლებელი: ლუიზა ხოსროშვილი.
ე.ლ.ფოსტა: datuchuna@gmail.com.

No comments:

Post a Comment